(0)
GE

ორაგულის ტორტი კრევეტით


30

ორაგულისა და კრევეტის ტორტი არამხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოც არის თქვენი კატისათვის, რადგან გაჯერებულია ისეთი სასარგებლო ვიტამინებით და მინერალებით, როგორიცაა ომეგა 3, ცხიმოვანი მჟავა, B12 და B6. 
იმისთვის, რომ ეს ტორტი მაქსიმალურად სასარგებლო იყოს, ჩვენ არ ვიყენებთ უმ, შებოლილ, ან დაკონსერვებულ ორაგულს.  ამის ნაცვლად, ტორტში გამოყენებულია ახალი, მოხარშული ორაგულის ფილე, რომელიც, რა თქმა უნდა, არ შეიცავს ფხას.  
არ შეიცავს ხელოვნურ საკვებ დანამატებს, შაქარს, მარილს და სხვა, კატების ჯანმრთელობისთვის სახიფათო პროდუქტებს. თითოეული ინგრედიენტი შეთანხმებულია ვეტერინართან. 
იმ შემთხვევაში, თუ თქვენს მეგობარს აქვს ალერგია, წინასწარ გაიარეთ კონსულტაცია ვეტერინართან. 

ზომა:
სიმაღლე - 5.5 სმ 
დიამეტრი - 11 სმ 
მიწოდება: თბილისი, რუსთავი, მცხეთა


გაზიარება:

ბრენდი
WOOF WOOF CAKES
ფასი
30
ქვეყანა
საქართველო
ნანახია
4207